საინტერესო ბმულები

суббота, 23 апреля 2016 г.

IX დღე

                  დავასრულეთ ინტელის ტრენინგი "პროექტზე დაფუძნებული სწავლება".
            ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვისას როგორ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და შესაძლებლობები; განვიხილეთ უამრავი გზამკვლევი, ფორმები, შაბლონი, რომელიც დაგვეხმარება პროექტის წარმატების განხორციელებაში; შეფასებისა და თვითშეფასების ფორმები და როგორ გავწიოთ მიზანმიმართული ფასილიტაცია; რუბრიკებისა და ჩეკლისტების გამოყენება;
        არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩვენი ტრენერის, ბატონი დიმიტრის  საქმისადმი დამოკიდებულება. დაუზარებლად გვპასუხობდა და გვიწევდა კონსულტაციებს, გვაძლევდა რჩევებს. მადლობა ბ-ნ დიმიტრის და ინტელის გუნდს საინტერესო მასალებისთვის და ტრენინგისთვის.

ჩემი პროექტი

ჩემი პროექტის პორტფოლიო

пятница, 15 апреля 2016 г.

VII დღე

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო დღის მიზნები. გავეცანით და დავამუშავეთ მუდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება. შევადგინეთ შეფასების ფორმები. შეფასების კრიტერიუმები მოვარგეთ ჩვენს პროექტებს და შევქმენით სავარაუდო რუბრიკები. განვიხილით სხვადასხვა ტიპის შეფასება.
   გმადლობთ საინტერესო ტრენინგისთვის.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

VI დღე

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა უპასუხა ჩვენს შეკითხვებს, რომლებიც პროექტის კეთების პროცესში დაგვებადა. მივიღეთ რჩევები და მითითებები. ამის შემდეგ გავეცანით სამუშაო მიზნებს.  განვიხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშები. ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეთა შეფასების სავარაუდო კრიტერიუმები და მასზე დაყრდნობით გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუში. მადლობა ბატონ დიმიტრის!

суббота, 9 апреля 2016 г.

V დღე

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით  მე-5 დღის სამუშაო მიზნებს. ტრენერმა შეგვიფასა პროექტის პორტფოლიოები, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. გავეცანით უკუკავშირის სტრატეგიას 3-2-1, რომლის გამოყენებითაც შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და დავაკომენტარეთ. ვისწავლეთ როგორ განვახორციელოთ ცვლილება პრეზენტაციის ფარგლებში. ამის შემდეგ განვიხილეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები და ეთიკური ნორმები, რა გავითვალისწინოთ ტექნოლოგიების გამოყენებისას. შევისწავეთ გაჯეტების ჩაშენება ბლოგზე, როგორ მოვიძიოთ და რა გავითვალისწინოთ ინფორმაციის მოძიებისას. მადლობა ტრენერს  დაუღალავი შრომისთვის, საინტერესო და დატვირთული ტრენინგისთვის.

ჩემი პროექტის პოთფოლიო

воскресенье, 3 апреля 2016 г.

IV დღე

დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა.  დღეს დეტალურად განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების შეფასება. შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა, შეფასების განსაზღვრა საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.
ასევე პრექტის პროცედურების გაწერა მაღალი სააზროვნო უნარჩვევების გათვალისწინებით, (ბლუმი/გარდნერი)
მადლობა ტრენერს საინტერესოდ წარმართული სწავლებისთვის!

суббота, 2 апреля 2016 г.

III დღე

    ტრენინგი დავიწყეთ პროექტების განხილვით. მოვისმინეთ ერთმანეთის აზრები და რჩევები. ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა რჩევა და მიმართულება. გავეცანით მესამე დღის სამუშაო მიზნებს. განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და სტანდარტები, რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტებს. გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რატომაა მნიშვნელოვანი კითხვების დასმა. რა ტიპის კითხვები გამოიყენება პროექტის წერისას - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. შინაარსობრივი კითხვებით ვამოწმებთ რამდენად გავედით სტანდარტზე. ასევე მიმოვიხილეთ რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერისთვის.