ტრენინგის დასაწყისში გავეცანით მე-5 დღის სამუშაო მიზნებს. ტრენერმა შეგვიფასა პროექტის პორტფოლიოები, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. გავეცანით უკუკავშირის სტრატეგიას 3-2-1, რომლის გამოყენებითაც შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და დავაკომენტარეთ. ვისწავლეთ როგორ განვახორციელოთ ცვლილება პრეზენტაციის ფარგლებში. ამის შემდეგ განვიხილეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები და ეთიკური ნორმები, რა გავითვალისწინოთ ტექნოლოგიების გამოყენებისას. შევისწავეთ გაჯეტების ჩაშენება ბლოგზე, როგორ მოვიძიოთ და რა გავითვალისწინოთ ინფორმაციის მოძიებისას. მადლობა ტრენერს დაუღალავი შრომისთვის, საინტერესო და დატვირთული ტრენინგისთვის.
თქვენი პროექტის იდეა საინტერესოა, პროცედურების გაწერის შემდეგ, მოსწავლეთა მაღალი მოტივაციის ხელშეწყობით საინტერესო პროექტის პროდუქტი შეიქმნება. შეფასების ეფექტური გამოყენებაც საშალება მოგცემთ ყველა ქტივობის განხორციელებისას განახორციელოთ მოსწვალეთა პროგრესის მონიტორინგი.
ОтветитьУдалить